LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, ძველი ბულვარის მიმდებარედ, მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა – დაშავდა ერთი ადამიანი

127
ბათუმი

ბათუმში, ერთ-ერთი მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა – ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

შემთხვევა ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სავარაუდოდ, აფეთქდა გაზი. არსებული ცნობითვე, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

magti 5g