პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, ბავშვებს კორონავირუსი ჩვეულებრივ ემართებათ და ვირუსის სუპერ გამავრცელებლებიც არიან.
მიქელაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბავშვებში ავადობის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მათ მშობლებმა იმუნიტეტი გაუძლირეონ, რისი ერთ-ერთი მთავარი გარანტი სწორი და ჯანსაღი კვებაა.
ეზუგბაია ახალ შემთხვევებზე: ორი შემოტანილია, ერთის წყარო კი უცნობია
“ყველას აქვს სოფელი, ამიტომ მშობლებს შეუძლიათ ბავშვები ნებისმიერ სოფელში გაიყვანონ. სწორი კვებით და ცხოვრების ჯანსაღი წესით ნებისმიერ სეზონზე ჩვენ ავიცილებთ ხშირ ავადობას, გავაძლიერებთ ბავშვის იმუნიტეტს.
თუ ბავშვი არ იღებს ხილს, შეგვიძლია ორცხობილა ხილთან ერთად შევაზავოთ და ისე მივცეთ, რადგან ასეთ საკვებს უფრო მიირთმევენ. ამასთან, თუ ბავშვს ალერგია მცენარეზე აქვს, დამტვერვის და ყვავილობის პერიოდში კურორტზე არ უნდა წავიყვანოთ”, – განაცხადა პედიატრმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 3-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი