“გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კვლავ 81%-ზე მეტია”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, მარინა ეზუგაბაიას თქმით, 2 შემოტანილია, ერთის წყაროს და კონტაქტების დასაგენად კი ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
“სამი ახალი შემთხვევიდან, 2 შემოტანილია, მათ შორის 1 სატვირთო მანქანის მძღოლია. ხოლო ერთ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების ეპიდკვლევა წყაროს მოძიების მიმართულებით. ამ დროისთვის 241 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კვლავ 81%-ზე მეტია და სიკვდილობის მაჩვენებელი უცვლელია”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, როგორც ეზუგბაია აცხადებს, ამ ეტაპზე კლინიკაში 37 კოვიდინფიცირებული მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 3-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი