LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვები ნაგავში და ნემსით ხელში – ფოტოგრაფის შოკისმომგვრელი კამპანია [ვიდეო]

177
Karl_Taylor_PlasticPollution1-1200px

ფოტოგრაფმა კარლ ტეილორმა ოკეანეების დაბინძურების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო სახელწოდებით “პლასტმასი ჩვენი მომავალია. ის ჩვენს სისხლშია”. კამპანიის ფარგლებში მან რამდენიმე შოკისმომგვრელი ფოტო გადაიღო – ბავშვები იმ ნარჩენებში, რომლებიც მოხალისეებმა ზღვის ნაპირთან ერთი თვის განმავლობაში შეაგროვეს.

ფოტოგრაფი აცხადებს, რომ ეს თემატურად და მარკეტინგულად სწორად გათვლილი კამპანიაა, რადგან ნაგავში ჩასმული ბავშვი სწორედ ის არის, რაც მომავალ თაობას ემუქრება.

“ჩვენ ვიცით, რომ ამ ნაგვის გამო იღუპებიან ოკეანეების ბინადრები, ვხედავთ მკვდარ ვეშაპებს, რომლებსაც მუცელში ტონობით პლასტმასი აქვთ, მომავალში კი მათ ბედს სწორედ ჩვენი შვილები გაიზიარებენ,” – ამბობს ის.

 

ოკეანეების დაბინძურება მსოფლიოს გამოწვევად იქცა. დაბინძურების დონე წლიდან წლამდე იმატებს, რაც გარემოსდამცველების შეშფოთებას იწვევს. წყლის პლასტმასის და სხვა სახის ნარჩენებით დაბინძურება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ზღვის ბინადრებს, არამედ მთლიანად პლანეტას. არსებული მონაცემებით, მსოფლიოს ოკეანეებში 350 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენია.

 

 

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ეს პლასტმასი სხვადასხვა გზებით, შემდეგ ადამიანის ორგანიზმშიც ხვდება…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g