როდესაც შვილებს ჭურჭლის დარეცხვას ავალებთ, მათ აქვთ მიზეზი, რომ ამის გამო ისტერიკაში ჩავარდნენ – ჭურჭლის რეცხვა სახალისო არ არის.
ვის მოსწონს 20 წუთი თავჩაღუნული ტომატის სოუსით დასვრილი ჭურჭლის რეცხვა, მაშინ როდესაც შესაძლებელია „გაყინულს“ მემილიონედ უყურო?
ამის მიუხედავად, ცრემლების აცილების სანაცვლოდ ყველაფერი თავად არ უნდა გააკეთოთ. პოზიციაზე მყარად უნდა იდგეთ. რატომ? იმიტომ რომ ბავშვები, რომლებიც სახლის საქმეებს ასრულებენ, წარმატებულები ხდებიან.
„მათთვის სახლის საქმეების დავალებით – ნაგვის გატანით, საკუთარი ნივთების მილაგებით, ისინი აცნობიერებენ, რომ საქმე უნდა აკეთონ, იმისთვის რომ ცხოვრების ნაწილი გახდნენ,“ – ამბობს ჯული ლითკოტი, რომელიც ავტორია წიგნისა „როგორ აღვზარდოთ მოზარდი“.
ლითკოტმა მისი კვლევებისა და მიგნებების შესახებ TED Talks-ში ისაუბრა. კვლევები ჰარვარდის უნივერსიტეტის გრანტით ჩატარდა და არსებული კვლევებიდან ყველაზე გრძელვადიანია.
„თუ ბავშვები არ რეცხავენ თავის ჭურჭელს, ეს ნიშნავს, რომ მათ მაგივრად ამას სხვა აკეთებს. ამდენად, ისინი ეჩვევიან არა მხოლოდ მუშაობას, არამედ იმის სწავლას, რომ საქმე თითოეული ჩვენგანის ჩართულობით უნდა გაკეთდეს და ამ მთლიანობაში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს,“ – ამბობს ლითკოტი.
მისივე კვლევების მიხედვით, ბავშვები, რომლებიც სახლის საქმეებს აკეთებენ, ზრდასრულობის დროს, სამსახურში „სანიმუშო თანამშრომლები“ არიან და ერთობლივი მუშაობის უნარებიც მაღალი აქვთ. ასევე, სხვების მიმართ ემათიურები არიან და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს მარტივად იღებენ.
და კიდევ ერთი პლიუსი – ეს ნიშნავს, რომ ყოველი სადილის შემდეგ, თქვენ ყველას ნაცვლად რეცხვა არ მოგიწევთ. ასე რომ, ეს ორი კურდღლის დაჭერაა.