მსოფლიო ჩემპიონატი მარტო მოედნებზე არ მიმდინარეობს. თავშესაქცევი და სახალისო ამბები სტადიონებს მიღმაც ხდება. ბუნებრივია, მთავარი აღმაფრენა მაინც ფეხბურთი და ფეხბურთელები არიან.
რუსეთის ნაკრების მერვედიფინალური მატჩზე დაფიქსირებული გულშემატკივრები, რომლებიც გემრიელად ილუკმებიან, მთელი ერის გასარჩევი გახდა და ჯერაც არ ეშვებიან. ნახეთ მათ „საპატივსაცემოდ“ რა მაისური დაუმზადებიათ.
შესანიშნავი ფოტოსესია, სადაც ბავშვები ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო მომენტებს აცოცხლებენ.
იაპონიის ნაკრები შინ დაბრუნდა. ფეხბურთელებს აეროპორტში გმირებივით დახვდნენ.
როგორც ჩანს, ნეიმარი ვარჯიშებზეც ხშირად კოტრიალობს მინდორზე და ყველა შეხებაზე ძირს ვარდება.
ლუის სუარესმა ხოსე ხიმენესთან ერთად პარტნიორებს ბანქოს თამაში მოუგო და ისე იზეიმა, თითქოს მსოფლიო თასი მოიგო
GRAN Final de "TRUCO" justos campeones. Les dejo un momento único y miren sus caritas 😂😂😂😂
#campeonesdetruco#flacootravez👎#campañahijo👶🏻Great TRUCO final game. Here’s a unique moment of their defeat, look at their faces 😂😂😂😂 pic.twitter.com/ouzEs8a0Nc
— Luis Suarez (@LuisSuarez9) July 4, 2018