LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვების საზაფხულო ბანაკებზე უარის თქმა მოგვიწევს: თამარ გაბუნია

120
imedinews-20909092-1

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული ბავშვების საზაფხულო ბანაკები დაიხუროს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, მეოთხე ტალღის ფონზე, გარკვეული ტიპის შეზღუდვები უნდა დაწესდეს.

ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ, ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი: თამარ გაბუნია

“ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ ბავშვების საზაფხულო ბანაკებზე, ბოლო პერიოდში ბავშვებში გაიზარდა მაჩვენებელი, ეს სარისკოა, უარის თქმა მოგვიწევს. ჯერ ვსაუბრობთ, რომ არააუცილებელი გასართობი ღონისძიებებისგან თავი შევიკავოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია ინდივიდუალური კონტროლი, თუ მოსახლეობამაც არ შეგვიწყო ხელი ძალიან გაგვიჭირდება“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ცნობისთვის, თამარ გაბუნიამ დღეს განაცხადა, რომ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვა გახდება საჭირო და უწყება ამაზე უკვე მსჯელობს.

ბავშვებში შემთხვევებმა განსაკუთრებით იმატა და ბოლო ორი დღეა, პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება გვიწევს: თამარ გაბუნია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g