სამი ბავშვი ”ბარსელონას” ბაზაზე შეიჭრა და მესისთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა.
ლეოსთან ფოტო ჯილდოა სიმამაცისთვის.
”ბარსელონას” მზადება ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩისთვის ლონდონის ”არსენალის” წინააღმდეგ, დროებით შეჩერდა, როდესაც შუა ვარჯიშის დროს სავარჯიშო მინდორზე სამი ბიჭი შევარდა. ფეხბურთელებმა ისინი არ გაყარეს, პირიქით სავარჯიშოდ მიიპატიჟეს.
ბუნებრივია, როდესაც პატარა ბიჭები მოედანს ტოვებდნენ, მათ კუმირების უამრავი ავტოგრაფი და ფოტოსურათები ქონდათ.