LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებს დავეხმარები: რონალდომ ოქროს ბურთი გაყიდა

63

მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ თავისი ერთ-ერთი “ოქროს ბურთის” ასლი აუქციონზე გაიტანა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთისთვის განკუთვნილი პრიზი ისრაელის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა იდან ოფერმა შეიძინა – მან 600 ათასი ევრო გადაიხადა.

პორტუგალიელი მთელ თანხას ბავშვების დახმარების ფონდში გადარიცხავს, რომლებსაც სხვადასხვა დაავადება აწუხებთ, – წერს გაზეთი “მარკა”.

რონალდოს კარიერაში ოთხჯერ აქვს მოპოვებული “ოქროს ბურთი” – 2008, 2013, 2014 და 2016 წლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები