LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ დიღომში, სოფელ დიღომში, გლდანულაში, ნუცუბიძის პლატოზე, ბევრად ნაკლები იყო ტყვიის ტოქსიკური მაჩვენებელი“ – პედიატრი ლალი ჯანაშია

222
ლალი-ჯანაშია1

პედიატრმა ლალი ჯანაშიამ გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ იმ მასშტაბურ კვლევაზე ისაუბრა, რომელმაც ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური მაჩვენებლები შეისწავლა:

„მიუხედავად იმისა, რომ ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში დადგენილი არ არის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, ვენურ სისხლში  ტყვიის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მიკროგრამს დეცილიტრზე. 2018 წელს ჩატარებული საკმაოდ ვალიდური კვლევის შედეგების მიხედვით, ბავშვების 41%-ში მონაცემები შეესაბამება იმას, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, 16%-ში ეს ასე არ არის, ანუ არის ტყვიის მაჩვენებლის მატება და შედეგი კიდევ უფრო მაღალია 25%-ში. ქალბატონო ლალი, თქვენ, როგორც პედიატრს, რას გაძლევთ ეს მონაცემი, რა დაგანახვათ ამ კვლევამ?

როდის სჭირდება ბავშვს ტყვიის ანალიზი და როგორ დავიცვათ ბავშვები – ლალი ჯანაშიას რეკომენდაციები

რაღაც დოზით ყველა პედიატრი არის შეხებაში ამ პროცესთან, მაგრამ როდესაც მე არასამთავრობო ორგანიზაციასთან მჭიდროდ ვიყავი დაკავშირებული, აზრად მოგვივიდა, რომ რომელიმე კონკრეტულ ლაბორატორიულ ქსელთან ერთად ამ თემაზე კვლევა დაგვეწყო. მინდა გითხრათ, რომ თბილისის პირობებში რაღაც საოცარი სტატისტიკა დაიდო, თვით ერთ ქალაქშიც კი, უბნების მიხედვით სრულიად განსხვავებულ მაჩვენებლებს ვიღებდით. მაგალითისთვის, ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობდნენ დიღომში, სოფელ დიღომში, გლდანულაში, ნუცუბიძის პლატოზე და ა.შ. სტატისტიკურად ბევრად ნაკლები იყო ტყვიის ტოქსიკური მაჩვენებელი, განსხვავებით იმ ბავშვებისგან, რომლებიც  ჩუღურეთის რაიონში, წერეთელზე, დიდუბის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ანუ სადაც მეტად იყო დატვირთული მოძრაობა, იყო მეტი გამონაბოლქვი და იყო დაბალი ზონა. ნახსენებ რაიონებში ძირითადად არის იტალიური ეზოები, ძალიან დაბალი სახლები და ეს შედეგი ამითაც იყო გამოწვეული“ – ამბობს ლალი ჯანაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები