LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვქნათ, როცა ბავშვს გახანგრძლივებულ სურდო აქვს – პედიატრ ლალი ჯანაშიას რეკომენდაცია

470
ლალი-ჯანაშია

პედიატრი ლალი ჯანაშია გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ სეზონის ისეთ აქტუალურ თემაზე საუბრობს, როგორიცაა სეზონური სურდო ბავშვებში:

„გახანგრძლივებული სურდოს შემთხვევაში არსებობს ასეთი ძალიან მარტივი ტესტი ე.წ. ცხვირის ნაცხი, რისი მეშვეობითაც უჯრედის დონეზე ისწავლება მდგომარეობა. მიკროსკოპული გამოკვლევა ან ბაქტერიოლოგიური კვლევა ტარდება, როცა უკვე სულ შეფერილ სურდოზე ვლაპარაკობთ, მით უმეტეს, თუ ამას თან ახლავს ქრონიკული ტონზილიტი, რომელსაც პერიოდული გამწვავებები ახასიათებს. ნუ შეგეშინდებათ სიტყვის ქრონიკული ტონზილიტი, ყველა ქრონიკული ტონზილიტი არ არის საოპერაციო ქეისი, ქრონიკული ტონზილიტი ხდება საოპერაციო ქეისი, თუ წელიწადში არის 7-8 ავადობა, მაღალი ცხელებით და მწვავე ჩირქოვანი ტონზილიტით. ასეთ ბავშვებში, სადაც გახანგრძლივებულია ეს პრობლემები, არის ბევრი დამატებითი კვლევა, რის შედეგადაც იკვეთება მიზეზი. „ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი“ ამ მიმართულებით ძალიან კარგად მუშაობს.

არავითარი ხველის სიროფი! როგორ უნდა ვუმკურნალოთ ხველას ბავშვებში – ლალი ჯანაშიას რჩევები

ალერგიულ რინიტს სჭირდება სულ სხვა მართვა, ბაქტერიულს სულ სხვა. ცხვირი ერთმნიშვნელოვნად უნდა დავატენიანოთ, აღნიშნული ეფექტი აქვს იგივე პირველადად გამოსაყენებელ ზღვისა და ოკეანის წყალს, ფიზიოლოგიურით ინჰალაციას, ანტივირუსულ სპრეებს პირველი მოდის გაჭედილი ცხვირი, რადგან მაღალ ცხელებაზე ხდება გამოშრობა, გამოშრობის შედეგად კი ლორწოვანში წარმოიქმნება ის პირველი ხმა, რომელსაც ზოგი მშობელი სრუტუნს ეძახის, ზოგი ღრუტუნს. ყველაზე მძიმე შემთხვევა ღამის ხვრინვაა. თუ ხვრინვა ცხელების ხარჯზე გვაქვს, მწვავე ადენოიდიტის გამო, ამ შემთხვევაში არ არის პრობლემა, რადგან როგორც კი გადის სიმპტომები, მაშინვე ქრება ეს ე.წ. ხვრინვა, მაგრამ თუ თქვენი შვილი ხანგრძლივად სუნთქავს ხმაურიანად, ღია პირით და ეს პერიოდი არ ემთხვევა დავუშვათ, მაღალ ცხელებას ან ვირუსულ ინფექციას და ხვრინვას პერიოდულად თან ახლავს მდგომარეობა, რომ თითქოს ბავშვმა სუნთქვა გააჩერა და მერე ღრმად ჩაისუნთქა ან ამოისუნთქა, ეს უნდა შეფასდეს ოტორინოლარინგოლოგთან, პედიატრთან და თქვენ წარმოიდგინეთ, ნევროლოგთანაც, რადგან ეს შეიძლება იყოს ძილის აპნოე, რომლის ყოველი ეპიზოდი არის თავის ტვინში ჟანგვადის მიწოდების დეფიციტის შემქმნელი მექანიზმი. იმ პერიოდში ჩვენ არ ვაკონტროლებთ, თორემ დესატურირდება ორგანიზმი, მკვეთრად ვარდება სატურაცია. ასეთი ბავშვები არიან გაფანტულები, აქვთ მეხსიერების პრობლემა, ნახევრად სძინავთ გაკვეთილზე, ბაღში, ამიტომ გაჭედილ ცხვირს ნუ შეხედავთ ისე უბრალოდ, რომ არა უშავს, ავად არის და ცხვირში გაიჭედა.  ჩემი თხოვნაა, ნუ გამოიყენებთ მუდმივად ქსილომეტაზოლინებს. მოვლილი, სუფთა, მსუნთქავი ცხვირი ეს არის წამყვანი თქვენი შვილების ჯანმრთელობაში“ – განაცხადა ლალი ჯანაშიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები