LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვი 3 წელია საავადმყოფოში წევს, ერთადერთი იმედი დედაა, რომლის ნახვასაც უზღუდავენ – PHR

425
klinika

3 წლის ბავშვთან, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის, ვერ ლაპარაკობს, ვერ მოძრაობს, მაგრამ სრულიად ნათელი ცნობიერებით აღიქვამს სამყაროს, ივ.ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი არ უშვებს დედას საკმარისი დროის განმავლობაში, – ამის შესახებ ინფორმაციას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR)  წარმომადგენელი ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც არგანაშვილი წერს, PHR-მა პრობლემასთან დაკავშირებით უკვე მიმართა “ევექსს”, თუმცა, პასუხი არ მიუღიათ, ამიტომ ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში ბავშვისა და დედის უფლებებისთვის სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს.

“ბავშვი ლამის 3 წელია სულ საავადმყოფოში, ერთადერთი იმედი და კავშირი სამყაროსთან არის დედა ცივ და თეთრ პალატაში, სადაც უამრავი სამედიცინო მილი აქვს სხეულში. დედასთან კავშირის გაწყვეტა ამ ბავშვისთვის არის უდიდესი დეპრესიის წყარო, გვეშინია, რომ ბავშვი დაკარგავს იმედს.

ჩვენი ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHRგუშინ ჩაერთო, მივმართეთ ევექს რომ დაუყოვნებლიც შეუშვან დედა იმდენი დროით, რაც საჭიროა. გამოხმაურება არ არის. იცით, რომ ჩვენი ორგანიზაცია ბავშვებს როცა ეხება საქმე უკან არ დაიხევს და ყველა სამართლებრივი საშუალებით იბრძოლებს. ეს არის ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობა და ტანჯვის მიყენება! ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებთ ამ ბავშვისთვის დედის დასაბრუნებლად. რაც აქამდე გაგვიკეთებია და არ გაგვიკეთებია, ყველაფრს!” – წერს ანა არგანაშვილი.

“ფორტუნა” აღნიშნულთან დაკავშირებით “ევექსს” დაუკავშირდა, სადაც საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g