LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა“ – აბიტურიენტმა, რომელსაც გამოცდის დანიშვნაზე უარი უთხრეს, NAEC-ის წინააღმდეგ შსს-ს მიმართა

171
ანა არგანაშვილი

აბიტურიენტმა, რომელსაც სასამართლო განჩინების მიუხედავად,  გამოცდის დანიშვნაზე, უარი უთხრეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

აბიტურიენტის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“იცავს, რომლის ხელმძღვანელმაც, ანა არგანაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანმა გაიფიქროს „რა აზრი აქვს სასამართლოსთვის მიმართვას, თუ მის გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო ორგანო არ შეასრულებს“.

თუ ამას დავუშვებთ, მაშინ პროფესია უნდა დავტოვოთ და ამას ჯერ არ ვაპირებთ ადამიანის უფლებების ადვოკატები.

ათასნაირი გამოსავალი შეეძლო მოეძებნა გამოცდების ცენტრს: ეთქვა, რომ ასე შევასრულებ განჩინებას, ისე ჩავატარებ გამოცდას. მაგრამ იმის განცხადება, რომ სასამართლოს განჩინებას არ შევასრულებ, უბრალოდ კონსტიტუციის, ყველა ეროვნული კანონის და საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა“, – წერს ანა არგანაშვილი პოსტში და მიუთითებს, რომ ორგანიზაცია გეგმავს, იძულებითი აღსრულების მოთხოვნით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს.

ინფორმაციისთვის, აბიტურიენტმა გამოცდაზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

 

 

 

პოპულარულები