LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აბიტურიენტების საყურადღებოდ!“ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მორიგ განცხადებას ავრცელებს

401
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ლიტერატურის გამოცდის პირველად შედეგებს აქვეყნებს.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.

„აბიტურიენტების საყურადღებოდ!

გთავაზობთ ლიტერატურის გამოცდის პირველად შედეგებს.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა.

გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.

დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება“, – წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.