ქართველი ჟურნალისტი, რომელიც პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე მოხალისედ მუშაობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინელმა ქალმა საზღვარზე იმშობიარა. ის ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ.
ბავშვი დაიბადა აქ, საზღვარზე! ❤️??
Posted by Natia Chkuaseli on Thursday, March 10, 2022
“აქ ქალი ჩამოვიდა ფეხმძიმე, 4 შვილის დედა და ბავშვი აქ დაიბადა. ეს პატარა დაიბადა აქ, რებენეში. ახლა გადაჰყავთ კლინიკაში. დედა თავს კარგად გრძნობს. დანარჩენ 4 ბავშვს მე გავყვები, წავალთ იქ, სადაც მათი დედიკო მიჰყავთ. თავდაპირველად ქალის მდგომარეობა რთული იყო, მას დაბალი ჰქონდა სხეულის ტემპერატურა, მაგრამ მედიკოსებმა მოახერხეს და დედა თავს კარგად გრძნობს. აქ მედიკოსები ძალიან გულაჩუყებულები არიან. გასაოცარი ამბავია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა” – ამბობს ნათია ჭკუასელი ვიდეომიმართვაში.
