კიდევ ერთი გარდაცვლილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად – ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 5 წლის ბიჭი ბათუმში, დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან
ბათუმი-ქობულეთის გზაზე მომხდარი ავარიის კიდევ ერთი მსხვერპლი - ის საავადმყოფოში გარდაიცვალა
კიდევ ერთი მცირეწლოვანი გოგონა, რომელიც ასევე ავარიისას დაშავდა, მკურნალობა თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადის.
შსს ინფორმაციით, ავარიის დროს ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა.