LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის გაჩენა გონებრივ შესაძლებლობებს აძლიერებს – კვლევის შედეგები

423
why-dha-during-preg

მეცნიერების ახალი კვლევა და მისი შედეგები შეიძლება მოულოდნელი იყოს იმ დედებისთვის, რომლებსაც ჰგონიათ, რომ შვილების გაჩენის შემდეგ უფრო მეტად არიან სტრესის ქვეშ.

ახალი კვლევების შედეგად კი, შვილების გაჩენა, დროთა განმავლობაში, ქალის გონებრივ შესაძლებლობებს მკვეთრად ავითარებს და აძლიერებს.

ცნობილია, რომ ქალური ჰორმონები მთელი სიცოცხლის განმავლობაში მართავენ ქალის ორგანიზმის უნიკალურ შესაძლებლობებს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ესტროგენებია, რომელიც იცავს სისხლძარღვებს ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნისგან, ასევე არეგულირებს წყალმარილოვან ცვლასა და ზრდის კანის ელასტიკურობას.

თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, გარდა ამ ყველაფრისა, ესტროგენებს ორსულობის პერიოდში და მის შემდგომ, ქალის ტვინის ფუნქციონირებაზე ეფექტური გავლენის მოხდენა შეუძლია.

მკვლევარები ამ დასკვნამდე, 12 000 -ზე მეტი პაციენტის MRI სკანირების საფუძველზე მივიდნენ. აღმოჩნდა, რომ იმ ქალების ტვინი, რომლებსაც მინიმუმ ხუთი შვილი ჰყავთ, უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე იმ ქალების, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ.

გამოკითხულთა 9 500 -ზე მეტი დედის საშუალო ასაკი 54 წელია.

მეცნიერების აზრით, მსგავსი შედეგებით შეიძლება უკეთ აიხსნას, რატომ ინარჩუნებენ ქალები გონებრივ სისხარტეს უფრო დიდი ხნის განმავლობაში.

 

mazda magti 5g