მთავრობის ერთ-ერთი ახალი პროგრამა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება იმ ოჯახებისთვის, სადაც ოჯახის ახალი წევრი შეეძინებათ. ამ პროგრამის ამოცანა არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ქართულ ოჯახებს იმისთვის, რომ უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს. ნათია თურნავას თქმით, ბიუჯეტიდან 300 მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილი იქნება ყველა ტიპის ახალი პროგრამისთვის, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.
„ერთ-ერთი ასეთი ახალი პროგრამა ეს არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება იმ ოჯახებისთვის, სადაც ოჯახის ახალი წევრი შეეძინებათ. ამ პროგრამის ამოცანაა, რომ ხელი შევუწყოთ ქართულ ოჯახებს იმისთვის, რომ უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ. ახალშობილი ოჯახისთვის არა მხოლოდ დიდი სიხარულია, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. ამიტომ სამართლიანია, სახელმწიფო შეეხიდოს და დაეხმაროს ასეთ ოჯახებს ახალი ხარჯებისა და პასუხისმგებლობის გაზიარებით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ეს მათ შორის იმ დეველოპერების დახმარებაც არის, ვინც ამ შეთავაზებას გააკეთებს. „მაგრამ მთავარი ამოცანაა ხელმისაწვდომი გავხადოთ საცხოვრებელი ფართი ოჯახებისთვის, რომლებიც ზრუნავენ გამრავლებაზე და ოჯახის ახალი წევრები ემატებათ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.