LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვისთვის სისხლის გადასხმა არ შეიძლება, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ” – ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილს გადარჩენისთვის 60 000 ევრო სჭირდება

chichikoshvili

ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილს გადარჩენისთვის 60 000 ევრო სჭირდება. ოჯახი მისთვის ოპერაციის გაკეთებას მინსკში გეგმავს, ამისთვის კი დამატებით თანხებია შესაგროვებელი.

როგორც სოციალურ ქსელში ანა მარტყოფლიშვილი წერს, ამ ეტაპზე ბავშვისთვის ოჯახს სისხლის გადასხმა უწევს, რაც მისი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

შეგახსნებეთ, ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილს თირკმლის ტრანსპლანატაცია სჭირდება. 

„მეგობრებო ახლა ვესაუბრე პატარა ნიკოლოზის მამას, მისი შვილის გადასარჩენად მარტო ოპერაციისთვის 60 000 ევროს ითხოვენ. ოპერაციის გაკეთებას მინსკში ფიქრობენ, ამისთვის სოლიდური თანხაა შესაგროვებელი და ჩვენი გვერდში დგომაა საჭირო ახლა ყველაზე მეტად. ბავშვისთვის სისხლის გადასხმა არ შეიძლება, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ. ექიმები ვერაფერს ამბობენ

? გავერთიანდეთ მეგობრებო, დავეხმაროთ პატარა ანგელოზს, ვისაც როგორ შეუძლია, ესაჭიროება თირკმლის ტრანსპლანტაცია….

? GE06BG0000000791931400 ზურაბ ჭიჭიკოშვილი.

555 990900 ?ეს ნიკოლოზის მამის ნომერია…,“ – წერს ანა მარტყოფლიშვილი.

პატარა ნიკოლოზისთვის თანხას გერმანიაში ქართული სათვისტომოც აგროვებს

ახლახან გერმანიის ქართულმა სათვისტომომ გერმანიაში მცხოვრები ქართველებისთვის გაავრცელა ანგარიში, სადაც მათ ნიკოლოზისთვის თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ.

ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილი, მთელმა საქართველომ ჯერ სოციალური ქსელებიდან, შემდეგ კი სხვადასხვა თოქშოუდან გაიცნო. ნიკოლოზს თირკმელი თავის დროზე საკუთარმა ბებიამ დაუთმო, თუმცა ის თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. რამდენიმე თვეა ბავშვი საავადმყოფოში წევს. ის ექიმებმა სახლში მხოლოდ ნაძვის ხის ასაწყობად გაწერეს, შემდეგ კი კვლავ საავადმყოფოში დააბრუნეს.

https://www.youtube.com/watch?v=nvn3a5NHxa8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g