LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვმა ბაღში ტეკილა მიიტანა და ჯგუფელებთან ერთად დალია

65
NIL3UP72MBGQPO5J5PBD77WOOQ

ამერიკაში, მიჩიგანის შტატში პატარა გოგონამ ბაღში ტეკილა მიიტანა და სადილის დროს მეგობრებთან ერთად დალია. ინფორმაციას ამის შესახებ NBC15 ავრცელებს.

როგორც გოგონას ერთ-ერთი ჯგუფელის დედა, ალექსის სმიტი ამბობს, მას ბაღის ძიძა დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ უამბო. როგორც გაირკვა, ბავშვმა ალკოჰოლის განაწილება 4 ჯგუფელთან მოასწრო და მათ შორის იყო სმიტის 5 წლის გოგონაც. ამის შემდეგ უფროსები მიხვდნენ თუ რაც ხდებოდა და პატარებს სასმელი ჩამოართვეს.

თუ რამდენის დალევა მოასწრეს ბავშვებმა აღმზრდელებს ამაზე საუბარი უჭირთ. საბედნიეროდ, პატარები თავს კარგად გრძნობენ.
მოგვიანებით ბაღის დირექტორმა მშობლებს ბოდიშის წერილიც გაუგზავნა და პირობა მისცა რომ დისციპლინარულ ზომებს აუცილებლად მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები