როგორი იქნება ლაშა ბექაური ოცი წლის შემდეგ, როგორი ბავშვობა ჰქონდა და რისთვის არის მზად სამომავლოდ? – ამ თემებზე ისაუბრა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა გადაცემის ანონსში „ნოესთან“.
ბექაური წამყვანს უყვება, რომ ურთულესი ბავშვობა ჰქონდა:
„ვცდილობ ბევრი კარგი საქმე გავაკეთო რაც შემიძლია ცხოვრებაში…
ბავშვობა მქონდა ძალიან რთული, სოფლის ყოფა , გაჭირვება, უსახსრობა…
გაჭირვების პერიოდში ბებო ემიგრაციიდან გვეხმარებოდა…
ყველაფრისთვის მზად ვარ…“ – ამბობს ბექაური ანონსში.
გადაცემა სრულად ეთერში 3 ნოემბერს გავა.
🎬 კვირას, 3 ნოემბერს – ლაშა ბექაური #ნოესთან | 22:30🎬 კვირას, 3 ნოემბერს – ლაშა ბექაური #ნოესთან | 22:30
Posted by Noe Sulaberidze • ნოე სულაბერიძე on სამშაბათი, 29 ოქტომბერი, 2024