LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვობაში მოპარული ტყუპები დედას 36 წლის შემდეგ დაუბრუნდნენ

55
45677777

ტყუპებმა ელან და მიკა ნარდებმა ბიოლოგიური დედა და დაკარგული ოჯახი 36 წლის შემდეგ იპოვეს. უჩვეულო ისტორია People-მა გაავრცელა.

ძმები 1986 წელს, ჯერ კიდევ ჩვილობაში მოიტაცეს. დედა საავადმყოფოში წავიდა, რათა უფროსი ვაჟი ექიმთან მიეყვანა და თან 3 თვის ელანი და მიკაც წაიყვანა. სანამ ექიმი ბავშვს სინჯავდა, ერთ-ერთმა ექთანმა ქალს ტყუპების დაკავება შესთავაზა. მოგვიანებით დედამ შვილები მოიკითხა, თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო. ქალმა პოლიციაში დარეკა, თუმცა სამართალდამცავების მოსვლის დროს ტყუპები უკვე გამქრალიყვნენ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ელანი და მიკა იმ ათასობით ბავშვს შორის იყვნენ, რომელიც ჩილედან ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში გადაიყვანეს. ტყუპები მასაჩუსეტსში მცხოვრებმა წყვილმა იშვილა.

ბიოლოგიურმა დედამ შვილების ძებნას უამრავი წელი შესწირა. ამასობაში ჩილედან გატაცებული ბავშვების ისტორიაც გაირკვა და მოხალისეების დახმარებით ოჯახმა ერთმანეთი იპოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები