LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვობის ოცნება მქონდა, დილის რადიო შოუ წამეყვანა, რომელსაც The Cure-ის სიმღერის – Close to Me 1990 წლის ვერსიით გავხსნიდი“ – მელომანი ლევან ჩიკვაიძე საყვარელი სიმღერების პლეილისტით სტუმრად „ფორტუნაში“

121
page

ხუთშაბათს, „ფორტუნას“ ეთერში, დობოს სტუმარი, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი, მელომანი – ლევან ჩიკვაიძე იყო. მან მსმენელს ის სიმღერები წარუდგინა, რომლებიც საპატიო ადგილს იკავებს მის ფლეილისტში. სტუმარმა მსმენელს 14 კომპოზიციისგან შემდგარი სია შესთავაზა და მათ შესახებ, საინტერესო დეტალებზეც ისაუბრა. მელომანმა ფლეილისტი ძირითადად როკ ჟანრის ჩანაწერებით დააკომპლექტა, რომელშიც ისეთი საკულტო და პიონერი ბენდების ნამუშევრები შეიყვანა, როგორებიც: The Cure, The Rolling Stones, The Beatles და სხვები არიან.

აღსანიშნავია, რომ ლევანმა „ფორტუნაში“ სტუმრობით ბავშვობის ოცნებაც აისრულა, ვინაიდან რადიოწამყვანის ამპლუა მოირგო:

„ჩემი ბავშვობის სურვილის რეალიზაციას ვახდენ. მოვამზადე 14 სიმღერისგან შემდგარი სია, დავაჯგუფე იმის მიხედვით თუ როგორი განვითარება ჰქონდა როკ-ენ-როლს ჩემი როგორც მსმენელის ხედვით, როგორი განვითარება ჰქონდა ჟანრს წლების მიხედვით, როგორ იცვლებოდა ინსტრუმენტების ჟღერადობა, როდის შემოუერთდნენ ახალი, ძლევამოსილი ჯგუფები ამ მიმდინარეობას… ძალიან ბევრ ბენდს უნდა მოვუხადო ბოდიში, რომ ვერ მოვახვედრე ამ ჩამონათვალში, თუმცა სამომავლოდ, იმედი მაქვს კვლავ მომეცემა ამის საშუალება“ – აღნიშნა სტუმარმა.

საიდან და როდის იწყება თქვენი მუსიკით დაინტერესება და რატომ როკი?

ალბათ, მამის და ბიძის გავლენა იყო; მათთან ერთად ბავშვობიდან ვუსმენდი: „ლედ ზეპელინს“, „როლინგ სტოუნზს“, „ბლექ საბატს“ … ნებისმიერი მუსიკის მოსმენა შემიძლია, თუმცა თუ არჩევანია, როკ-ენ-როლი და მისი ქვეჟანრები. ბავშვობის ოცნება მქონდა, დილის რადიო შოუ წამეყვანა, რომელსაც The Cure-ის სიმღერის – Close to Me 1990 წლის ვერსიით გავხსნიდი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი:

გთავაზობთ მელომანის, ლევან ჩიკვაიძის მუსიკალურ ფლეილისტს:

საქართველოს ფოსტა წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს მეთორმეტედ უერთდება

„საქართველოს ფოსტა“ – თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე ორიენტირებული კომპანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g