LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს

62
E2BB05EE-85E3-4DAA-AEB8-5960D26A7C80

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

გარემოვაჭრეები დახლების გაშლისა და საქმიანობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ. მათ ცოტა ხნის წინ გზა გადაკეტეს და შესაბამისად, მოძრაობა ამ წუთებში შეფერხებულია.

ადგილზე მისულმა მერიის წარმომადგენლებმა მოვაჭრეებს დახლები დაუშალეს და უთხრეს, რომ თუ ვაჭრობას განაახლებენ, დაჯარიმდებიან.

ადგილზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა პოლიციაც, რომელიც ცდილობს მოვაჭრეები სავალი ნაწილიდან გაიყვანოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები