LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეც გარემოვაჭრე გავხდი” – სოლიდარობის ნიშნად, ლაშა ჩხარტიშვილმა გორში დახლი გაშალა

146
ing (2)

გორში მიმდინარე გარემოვაჭრეების პროტესტს უფლებადამცველი და “ლეიბორისტული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილიც შეუერთდა.

„მოსახლეობა შეწუხებულია, ჩაბინძურებულია ყველაფერი…“ – გორში გარემოვაჭრეების პროტესტის მე-3 დღეს მერის მოაგილე მივიდა

ჩხარტიშვილმა ადგილზე დახლი გაშალა და განაცხადა, რომ სოლიდარობის ნიშნად, თავადაც გარემოვაჭრე გახდა:

“მე დღეს სიმბოლურად, გარემოვაჭრეების სოლიდარობის ნიშნად, თავადაც გავხდი გარემოვაჭრე.

კეთილი ინებონ, აქ დაადგინონ წესები, რომლის ფარგლებშიც გარემოვაჭრეებს შიმშილისთვის კი არ გაწირავენ, არამედ ნორმალური წესების ფარგლებში, საშუალებას მისცემენ, ოჯახები არჩინონ”, – განაცხადა ჩხარტიშვილმა მედიასთან.

შეგახსენებთ, გორში გარემოვაჭრეების პროტესტი გრძელდება. 8 ივლისს, გორის ქუჩებში – გურამიშვილის, ჭავჭავაძისა და ქართლის ქუჩებზე განთავსებული გარევაჭრობის დახლები აიღეს.

როგორც გორის მერიაში განაცხადეს, გარემოვაჭრეები გარეუბანში მდებარე ახალ ბაზარში ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად შეძლებენ. მერიაში ამბობენ, რომ გარევაჭრობის გამო გადაადგილება შეუძლებელი იყო.

გარევაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, გუშინ გორში მოვაჭრეებმა რამდენიმე დახლი ისევ გაშალეს.

„საფულეში 1 ლარი მიგდია, ცოდო არ ვარ? თუ რაღაც დამემართა ყველამ პასუხი უნდა აგოს, ჩემი შვილები იმათ შეინახონ“ – გორში აქციაზე გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა

პოპულალურები