LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვთა ტანსაცმლის მაღაზია IKKS JUNIOR-ში ფასდაკლება დაიწყო

58

ბავშვთა აქსესუარების, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზია IKKS JUNIOR სრულ კოლექციაზე 40%–მდე ფასდაკლებას გთავაზობთ.

IKKS JUNIOR-ში მსურველს შეუძლია შეიძინოს ქურთუკები, რომლის ფასიც 197 –დან 415 ლარმდე მერყეობს. ასევე მაისურები, რომლებიც სულ მცირე 78 ლარი ღირს და კაბები, რომელთა ფასიც 197 ლარიდან იწყება და  227 ლარამდე ადის. ამასთან, მაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ სასურველი ჩანთები და აქსესუარებიც.  

როგორც ”ფორტუნა პლუსს”   IKKS JUNIOR-ის მენეჯერმა ქრისტინე ხუციშვილმა განუცხადა, მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს ძალიან საინტერესო ქუდებს, რომელსაც დართული აქვს ბლუთუზი, რისი მეშვეობითაც ბავშვებს შეუძლიათ მოუსმინონ მობილურში მუსიკას და უპასუხონ ტელეფონს .

IKKS JUNIOR 1987 წელს დაარსდა ქალაქ ჩოლეტში.  მაღაზია საქართველოში უკვე შვიდი წელია არსებობს. ”როგოც წესი ყველა ბრენდი ქალბატონების სამოსით იწყებს ბაზარზე გამოსვლას, შემდეგ იქმნება მამაკაცების ხაზი და ბოლოს ბავშვების.  IKKS-ის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა.  პირველად გაჩნდა იდეა შექმნილიყო საბავშვო ხაზი, რომელიც იქნებოდა გამორჩეული და დაარღვევდა იმ წესს, რომ ბავშვს აუცილებლად ვარდისფერი ან ცისფერი ტანსაცმელი უნდა სცმოდა. იდეის ავტორმა, ჯერალდ ლე გოფმა კოლექციებში შეიტანა შავი ფერი, რის გამოც  ჩვენი ბრენდი გამორჩეული გახდა”, – განაცხადა ხუციშვილმა.

მაღაზია IKKS JUNIOR-ი ჭავჭავაძის 48 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 11:00 დან 20:00 საათამდე მუშაობს.

 

IKKS JUNIOR-ის გარდა მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ქალისა და მამაკაცის მულტიბრენდულ მაღაზიას IXXS-ს ესტუმროს რომელიც რომელიც ყაზბეგის 24 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 11:00 დან 20:00 საათამდე მუშაობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები