LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე გამოჩნდა უნიკალური McLaren, რომლის ყიდვაც აქამდე შეუძლებელი იყო

18

ბაზარზე გამოჩნდა უნიკალური McLaren, რომლის ყიდვაც აქამდე შეუძლებელი იყო. პორტალზე James Edition გავრცელდა ძალიან საინტერესო განცხადება, რომლის მიხედვითაც მაკლარენის სარბოლო მოდელი – P1 GTR უკვე ნებისმიერი მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი. მეორადი ავტომობილის საწყისი ფასი 3,3 მილიონი დოლარია და აქამდე მისი შეძენა მხოლოდ სუპერჰიბრიდის McLaren P1-ის მფლობელებს შეეძლოთ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ავტომობილი 2017 წელსაა გამოშვებული და მისი გარბენი 203 კილომეტრია. მოდელი ყვითელსა და შავ ფერშია შესრულებული და ის ლიმიტირებული სერიის 34-ე ნომერია. მართალია, ავტომობილი სარბოლო მოდელია, თუმცა გარკვეული მომზადების შემდეგ ის საზოგადოებრივი გზებისთვისაც ვარგისი გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები