LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე ჰიჯაბში ჩაცმული პირველი ბარბი გამოჩნდა

67

ბაზარზე ჰიჯაბში ჩაცმული პირველი ბარბი გამოჩნდა. იდეის ავტორი კომპანია Mattel გახდა და პოპულარულმა თოჯინამ არსებობის 58 წლიან ისტორიაში თმები პირველად დამალა. სიახლის პროტოტიპი ამერიკელი მოფარიკავე იბტიჰაჯ მუჰამადი გახდა. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი იყო პირველი სპორტსმენი ისტორიაში, რომელმაც 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჰიჯაბით იასპარეზა. ბარბი იბტიჰაჯს გარეგნულად ძალიან გავს – მსგავსი ჩაცმულობა და მაკიაჟიც კი ზუსტად ანალოგიური აქვს. აღსანიშნავია, რომ ჰიჯაბიანმა ბარბიმ მოფარიკავე ძალიან გაახარა და პროექტის ავტორებს დიდი მადლობაც გადაუხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები