LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე სამოსი მეგრული, სვანური და ლაზური წარწერებით გამოჩნდა

1799
ipiccy-image

ქართულმა ბრენდმა „ჯოვანი მორა“ მომხმარებელს ახალი, ლიმიტირებული კოლექცია წარუდგინა. საუბარია სამოსზე მეგრული, სვანური და ლაზური წარწერებით. ინფორმაცია ახალი პროდუქციის შესახებ „ჯოვანი მორას“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა.

„დიდი ხანია ამ სიახლეს გიმზადებთ და ერთი სული მაქვს, თქვენი შეფასებები მოვისმინო. ალბათ, უკვე იცით, რომ ენობრივი მრავალფეროვნების პროექტი წამოვიწყე, რომელიც ქართველური ენების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ახლა კი, ამ პროექტის ფარგლებში, ახალი ლიმიტირებული კოლექცია შევქმენი — სვანური, მეგრული და ლაზური ენების განძსაცავიდან საინტერესო სიტყვები ამოვარჩიე და მათ ჩვენს ყოველდღიურობაში დასამკვიდრებლად, სვიტრებსა და ჰუდებზე დავიტანე.  თითოეული თქვენგანი, რომელიც ამ კოლექციის სამოსს მოირგებს, თავად გაავრცელებს მესიჯს ენობრივი მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ და ერთად კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავაინტერესებთ“, – ამბობს ბრენდის დამფუძნებელი ნათია სვანიძე.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული კოლექციის დათვალიერება და შეძენა მხოლოდ „ჯოვანი მორას“ სტენდზე, „გალერია თბილისშია“ შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g