LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე სასმელი „ჩაკ რულო“ გამოჩნდა – რქაწითელის ყურძნის დისტილატის და ნატურალური შავი სტაფილოს უნიკალური სინთეზი

73
61c1dec6d712a

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საზოგადოებას ქართულ კომპანია “ჩაკ რულო”-ს აცნობს. კომპანიის დამფუძნებლები – ლევან ტურძელაძე და ლევან ჩიკვაიძე არიან.

-ბიზნესის წამოწყების მთავარი იდეა და საიდან წამოვიდა „ჩაკ რულოს“ შექმნის ინსპირაცია?

„ჩაკ რულო“-ს შექმნის იდეა პირველად 2017 წელს გაჩნდა. გვინდოდა შეგვექმნა ფართო მოხმარების პოტენციალის მქონე, ხარისხიანი ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც ქართული აუთენტური ხასიათი ექნებოდა. მაშინვე დავარეგისტრირეთ კომპანია, თუმცა მას შემდეგ დიდხანს ვიმუშავეთ როგორც პროდუქტზე, ისე ბრენდზე. საბოლოოდ, 2020 წლის მიწურულს, საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა მუქი ფერის ყურძნის ჭაჭა – Charles Rullo, იგივე ჩაკი.

-რითი არის გამორჩეული თქვენს მიერ წარმოებული პროდუქტი და სად ხდება მისი რეალიზაცია?

„ჩაკ რულო“ გახლავთ უნიკალური სინთეზი – 40%-იანი რქაწითელის ყურძნის დისტილატის და ნატურალური შავი სტაფილოსი, რაც მას ვიზუალურად მიმზიდველს, რბილად დასალევს და განსაკუთრებით არომატულს ხდის. იგი სასიამოვნოა, როგორც პირდაპირ დასალევად, ასევე ძალიან პოპულარულია სხვადასხვა კოქტეილისთვის სამუშაო ბაზად, რაც ძირითადად ქართული მაღალალკოჰოლურ სასმელებს ახასიათებს. ამასთან აღსანიშნავნია მისი საინტერესო ბრენდის იდენტობაც, რაც ძალიან მიმზიდველს ხდის მომხმარებლისთვის.

ბრენდი ერთი წელიც არ არის რაც გაეშვა და ადგილობრივი ბაზრის „HORECA” სექტორში უკვე საკმაოდ კარგად არის წარმოდგენილი. ასევე, შეგხვდებათ რამდენიმე ქსელში და ამ მიმართულებით უფრო მეტად ვაპირებთ განვითარებას.

-კომპანიის სამომავლო გეგმები?

ჩვენს პროდუქტს აქვს პოტენციალი ახალი სიტყვა თქვას საერთაშორისო ბაზარზე და ვაპირებთ, ეტაპობრივად ექსპორტის მიმართულებით მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები