LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზისბანკმა სტუდენტები დააფინანსა

121

”ბაზისბანკმა” სტუდენტები დააფინანსა. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტსა და ”ბაზისბანკს” შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უკვე 2 წელია ბანკი უნივერსიტეტის საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, ”ბაზისბანკის” სახელობითი ყოველთვიური სემესტრული სტიპენდიით აფინანსებს.

ასევე, მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტების სტაჟირებასა და პრაქტიკას ბაზისბანკში.

”მოგეხსენებათ, ბაზისბანკის პრიორიტეტს სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ბანკში შექმნილია “განათლების ხელშეწყობის ფონდი”,  რომელიც მრავალ სასარგებლო პროექტს ახორციელებს”, – აცხადებენ ბაზის ბანკში.

magti 5g