სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში რუსულმა ძალებმა უკრაინულ სამხედრო ნაწილს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 70 მებრძოლი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
“გარდაცვლილი ბევრია. ახლა სასაფლაოზე ამზადებენ ადგილებს 70 დაღუპული უკრაინელი მებრძოლისთვის“, – ნათქვამია სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებაში.
“მაგრამ მტერი ასევე იღებს იმას, რასაც იმსახურებს”, – დასძენს უკრაინული მხარე და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა რუსულმა მხარემაც.
მანამდე ახტირკას მერმა პაველ კუზმენკომ განაცხადა, რომ ქალაქ ახტირკაში ჟენევის კონვენციით აკრძალული ვაკუუმური ბომბები ჩამოაგდეს.