LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ანდრეევკა გაათავისუფლეს“ – უკრაინის გენშტაბი

124
უკრაინელი სამხედროები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ანდრეევკა კოორდინირებული თავდასხმის ოპერაციების შედეგად დაიბრუნეს.

„თავდასხმის ოპერაციების დროს დონეცკის ოლქის ანდრეევკას დასახლება აიღეს, მტერს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგი მიაყენეს და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან“, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში.

უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, ბოგდანოვკას რაიონში რუსები უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის გარღვევის მცდელობებს არ წყვეტენ.

 

#наступ

Сили оборони України продовжують ведення наступальної операції на Бахмутському та Мелітопольському напрямках….

Posted by Генеральний штаб ЗСУ / General Staff of the Armed Forces of Ukraine on Thursday, 14 September 2023