უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ – უკრაინის გენშტაბი
მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ლიმანის მიმართულებით მტრის 10-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს.
მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ლიმანის მიმართულებით მტრის 10-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს.
უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, ბოგდანოვკას რაიონში რუსები უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის გარღვევის მცდელობებს არ წყვეტენ.
მათივე ცნობით, დატბორილი დასახლებული პუნქტებიდან ევაკუირებულ მოსახლეობას პანსიონატებსა და დასვენების ბაზებში ასახლებენ, სადაც სამხედრო ქვედანაყოფები არიან განლაგებული.
უკრაინის სამხედრო ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების პოზიციებს 15, ხოლო რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს 6 დარტყმა მიაყენა.
ომის დაწყებიდან დღემდე განადგურდა სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკაც.