პოლონეთის მთავრობის განცხადების საპასუხოდ, პენტაგონი უარს ამბობს პოლონეთის შეთავაზებაზე, აშშ-ს განკარგულებაში გადასცეს თავისი ავიაგამანადგურებლები. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ ისაუბრა და თქვა, რომ პოლონეთის შეთავაზება აჩვენებს მხოლოდ ზოგიერთ სირთულეს, რომელსაც წარმოადგენს ეს საკითხი.
პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის, თავის კუთვნილებაში არსებული „მიგ-29“ ტიპის ყველა გამანადგურებელი გერმანიაში მდებარე რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განათავსოს და გადასცეს ისინი აშშ-ის ხელისუფლების განკარგულებაში დაუყოვნებლივ და უფასოდ.
„ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია, რომ ამისი არსებითი დასაბუთება არსებობს. ჩვენ გავაგრძელებთ პოლონეთთან და ნატო-ს სხვა მოკავშირეებთან კონსულტაციას ამ საკითხზე და იმ რთულ ლოჯისტიკურ გამოწვევებზე, რომლებსაც ის წარმოადგენს, თუმცა ჩვენ არ გვჯერა, რომ პოლონეთის შეთავაზება გონივრულია“, – აცხადებს ჯონ კირბი.