LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება

510
putin-v3

ორშაბათს, რუსეთმა გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ შესაძლოა დაკეტოს გერმანიისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი, თუ დასავლეთი კიდევ უფრო წინ წავა და აკრძალავს რუსულ ნავთობს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

რუსეთის ვიცე პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის თქმით, რუსულ ნავთობზე უარი მსოფლიო ბაზრისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს, ფასმა შესაძლოა ბარელზე 300 დოლარს გადააჭარბოს.

“აბსოლუტურად აშკარაა, რომ რუსული ნავთობის უარყოფა კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს მსოფლიო ბაზრისთვის. ფასების ზრდა არაპროგნოზირებადი იქნება – ბარელზე $300-ზე მეტი, თუ არა მეტი”, – ამბობს ნოვაკი და დასძენს, რომ შეუძლებელია რუსული ნავთობის მოცულობის სწრაფად ჩანაცვლება ევროპულ ბაზარზე და ამას ერთ წელზე მეტი დასჭირდება.

მისივე თქმით, რუსული ნავთობის აკრძალვა გამოიწვევს საწვავის, ელექტროენერგიის და გათბობის ფასების ზრდას ევროპასა და შეერთებულ შტატებში.

“თუ გსურთ უარი თქვათ რუსეთიდან ენერგომომარაგებაზე, გთხოვთ, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ჩვენ გვესმის, სად შეგვიძლია ამ მოცულობების გადამისამართება. მხოლოდ კითხვა ჩნდება, ვინ ისარგებლებს ამით? და რატომ არის ეს საჭირო? რუსეთმა სრულად შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება და დღესაც, ყველა მოთხოვნა სრულდება, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა ხდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო, თუმცა ჩვენი შეშფოთება გამოწვეულია დისკუსიებით და განცხადებებით ემბარგოს დაწესებისა და უარის თქმის შესაძლებლობის შესახებ. ჩვენ ასევე ვხედავთ უზარმაზარ ზეწოლას ჩვენს პარტნიორებზე, მოვაჭრეებზე, სატრანსპორტო კომპანიებზე, ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებზე”.- ამბობს ნოვაკი.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

magti 5g