ვეგანურ კაფეზე ულტრანაციონალისტების თავდასხმის ამბავმა ქვეყნის საზღვრებს გარეთ დიდი ინტერესი გამოწვია. BBC დღეს თავდასხმის დელატებზე წერს და კაფე “კივი“-ში მომხდარ ინცინდენტს იხსენებს. BBC წერს, რომ კაფეში 10-მდე მამაკაცი შეიჭრა და სტუმრებს ხორცის სროლა დაუწყო. „ეს ადამიანები, ნეონაცისტები არიან, რომლებიც მხარს უჭერენ ფაშისტურ იდეებს“ – განაცხადეს კაფეში.
თბილისში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერენ ბრიტანული The Independent და Daily Mail-იც.
შეგახსენებთ, რომ 29 მაისს ფეისბუკში გავრცელდა ინფორმაცია თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ვეგანურ კაფეზე ულტრანაციონალისტების თავდასხმის შესახებ. კაფეში მყოფი პირები იხსენებენ, თუ როგორ შეიჭრნენ პირები სოსისებით და მწვადებით კაფეში და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სტუმრებს.