LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBG Watch-ი რადიო “თავისუფლების” ხელმძღვანელის გათავისუფლებაზე წერს

217

მაღალი ავტორიტეტის ჟურნალისტი დავით კაკაბაძე გათავისუფლებულია რადიო თავისუფალი ევროპის/რადიოთავისუფლებისხელმძღვანელების მიერ, – ასეთი სათაურით აქვეყნებს ვრცელ წერილს ორგანიზაცია BBG Watch, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების მუშაობას უწევს მონიტორინგს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ დავით კაკაბაძის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო „თავისუფლების“ მმართველი აშშ-ის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა, ასევე მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ლანსინგმა, რომელიც დანიშნული იყო ობამას ადმინისტრაციის დროს.

BBG Watch-ი აღნიშნავს, რომ პროტესტის ნიშნად თანამდებობა რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ხელმძღვანელმა, მარინა ვაშაყმაძემაც, დატოვა. წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართული მედია რადიო „თავისუფლების“ გარშემო აგორებულ სკანდალს აქტიურად აშუქებს.

როგორც BBG Watch-ი აღნიშნავს, დავით კაკაბაძეს თანადგომა გამოუცხადა რადიო „თავისუფლების“ არაერთმა ყოფილმა თანამშრომელმა ქალმა, მათ შორის ხადიჯა ისმაილოვამ და გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებმა რეპორტიორმა, შაჰიდა ტულაგანოვამ.

BBG საბჭომ, სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა უნდა მოუსმინოს ამ ცნობილ ქალ ჟურნალისტებს. მათი სიმამაცე, ხმა აიმაღლონ ცუდი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, უნდა დაფასდეს. მათ საჩივრებს ყურადღება უნდა მიაქციონ თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ კონგრესში,ნათქვამია BBG Watch-ის წერილში.

RFE/RL-ის სათაო ოფისის მენეჯმენტსა ქართული სამსახურის ხელმძღვანელს დავით კაკაბაძეს შორის უთანხმოების შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი.

ორგანიზაცია BBG Watch-მა ვაშინგტონსა და თბილისში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რადიო „თავისუფლების“ ცენტრალური ოფისი ქართულ სამსახურზე ზეწოლას ახორციელებს და „რუსთავი 2-თან“ თანამშრომლობას აიძულებს.

25 იანვარს, რადიოს ქართულმა ბიურომ განაცხადა, რომ უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა კაკაბაძის გათავისუფლება დაისახა, რასაც მოჰყვა რედაქციის სრული შემადგენლობის წერილობითი პროტესტი რადიო „თავისუფლების“ პრეზიდენტის, ტომ კენტის სახელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g