LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბებია, მადლობელი ვარ, ბავშვობის საუკეთესო წლებისთვის” – პრინც ჰარის ემოციური წერილი გარდაცვლილ დედოფალს

406
ჰარი

პრინცი ჰარი დედოფალ ელისაბედის გარდაცვალებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. ჰარის ოფიციალური წერილი მისივე საქველმოქმედო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსდა:

„ვგლოვობ ჩემი ბებიის, დედოფალი ელისაბედის გარდაცვალებას, თან ვიხსენებ, რომ ის იყო მანათობელი ვარსკვლავი ყველასთვის. ის ამბობდა სიცოცხლე შედგება განშორებების და შეხვედრებისგანო, ეს არასოდეს დამავიწყდება. ბებია, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, ჩვენი პირველი შეხვედრისთვის, ბავშვობის საუკეთესო წლებისთვის, მეგანის ასე თბილად მიღებისთვის. ყველა მომენტი მახსოვს და ამ მოგონებებით ვიცხოვრებ, ძალიან დაგვაკლდები ყველას“ – ნათქვამია წერილში.

ასევე ცნობილი ხდება, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დედოფლის დაკრძალვაზე შვილების, არჩისა და ლილიბეთის ჩაყვანას გეგმავენ.

დიდი შერიგება – დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სახლში დაბრუნდნენ

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g