19 წლის ტრაგიკულად გარდაცვლილ ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილს მთელი საქართველო გლოვობს.
მისი გარდაცვალების მიზეზი გუშინ, 10 ივლისს გახდა ცნობილი.
როგორც ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა, წყალში დახრჩობით. ამის შესახებ ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.
ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა: გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები მთელ სხეულზე მიაყენეს - საქმე გადაკვალიფიცირდა
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს ატარებენ.
ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა: გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები მთელ სხეულზე მიაყენეს - საქმე გადაკვალიფიცირდა
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს ატარებენ.
როგორც უკვე ცნობილია, გიორგი “საბურთალოს” ფეხბურთელი იყო. მას დიდ კარიერასაც უწინასწარმეტყველებდნენ.
შაქარაშვილს “საბურთალოს” პრეზიდენტი ემოციურად იხსენებს. ტარიელ ხეჩიკაშვილი აღნიშნავს, რომ გიორგი კარგად აღზრდილი პიროვნება იყო. თამაშის დროს, მოედანზე წაქცეულ მეტოქეს ბოდიშს თვითონვე უხდიდა, ყველას პატივისცემით ექცეოდა.
„ამ ადამიანს ჰქონდა უნიკალური თვისება – შემოეკრიბა თავის გარშემო ადამიანები.
ბევრჯერ მითქვამს: ასე კაცი თავის გვარს ამართლებდეს, პირველად ვნახე-მეთქი. აი, მოედანზეც ასეთი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მცველი იყო, მისი უხეში თამაში არ მახსოვს. ისეთი ლამაზი, სასიამოვნო, აი, შვლის ნუკრივით იყო.
მოედანზე მეტოქის პატივისცემით გამოდიოდა.
"შესაძლებელია დაახრჩვეს და წყალში გადააგდეს... ახლა მთავარია ყველა დამნაშავე დაისაჯოს".
"გიორგი მოკლულია" - შაქარაშვილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს
სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ როცა აგრესიული ფონია, ასეთ ადამიანებს სიკეთეს სისუსტეში უთვლიან. გიორგი ძალიან კარგად აღზრდილი შვილია.
მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მის ღირსეულ მშობლებსა და სანათესაოს. ვერ წარმოიდგენთ რა სულგრძელობა გამოიჩინეს, ასეთ მძიმე დროს არავისზე ცუდი არ წამოცდენიათ…”
ტარიელ ხეჩიკაშვილი გიორგი შაქარაშვილის მოგონებისას ასევე აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ოცნებობდა საბურთალო 1-ში ეთამაშა, (შაქარა საბურთალო 2-ში თამაშობდა) შემდეგ კი, საზღვარგარეთ აპირებდა კარიერის გაგრძელებას.
ხეჩიკაშვილი იხსენებს ემოციურ მომენტს, როგორ დაატირა ბებიამ შვილიშვილს. თურმე გიორგის სწორედ ბებიისთვის უხარებია, რომ მალე საბურთალო 1-ში ითამაშებდა და შემდეგ ევროპაში გააგრძელებდა კარიერას.
ხეჩიკაშვილი ასევე ამბობს, რომ გიორგი საკმაოდ პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა.
“მინდა გითხრათ, რომ ძალიან მობილიზებული იყო. არასოდეს ურთიერთობები არ შეშლია. ყველასთან თქვენობით ლაპარაკობდა, ძალიან თავაზიანი იყო, როგორც სპორსტმენი – პერსპექტიული. ბებიამ დაატირა და ეს არ ამოვა ჩემი გონებიდან… როდესაც “საბურთალო 2”-ში მოხვდა ეს იყო მოტივაცია და ბებოსთვის უხარებია, ბებო, “საბურთალოს პირველში” მოვხვდები მალე და წავალ ევროპაშიო. ძალიან მიზანდასახული იყო” – აღნიშნა ხეჩიკაშვილმა.
გიორგი შაქარაშვილის ბიძის თქმითაც, ახალგაზრდა ფეხბურთელი უახლოეს მომავალში კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებდა:
„ერთ-ერთ გუნდთან მოილაპარაკეს. კონტრაქტი ბოლომდე გაფორმებული არ იყო, მაგრამ ჩამოვიდა, რომ საბურთალოსთან მოეგვარებინა ურთიერთობები. ამის შემდეგ სავარაუდოდ, დაბრუნდებოდა ევროპაში და დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, მაგრამ არაგვში აღმოჩნდა”,-განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
კაშიამ და ყაზაიშვილმა მატჩი მაისურზე გიორგი შაქარაშვილის წარწერით ჩაატარეს