LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბებიის თვალწინ გული წაუვიდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა“ – რას წერს გია ბარამიძე 18 წლის გერზე, რომელიც მოულოდნელად დაიღუპა

1496
fot (3)

გია ბარამიძის მეუღლეს შვილი გარდაეცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას ანა ფილიპჩუკა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ანას პოსტი გიამაც გააზიარა, სადაც უამრავი სამძიმრის წერილი მიიღო.

 

 

მოგვიანებით გიამ საზოგადოებას მიმართა, თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა:

„თანაგრძნობისთვის ყველას დიდი მადლობა მეგობრებო!❤️?

არ ვიცით რა მოუვიდა ბავშვს, (18 წლის ახლახან გახდა) ბებიის თვალწინ გული წაუვიდა, და სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა.

მიზეზებს გერმანიის შესაბამისი მხარის (სადაც ცხოვრობდნენ, და მარიას უმაღლესში უნდა ესწავლა) სისხლის სამართლის საქმეთა პოლიცია იძიებს.

უტარდება ექსპერტიზა და (როგორც გვითხრეს) პასუხი უახლოეს კვირაში უნდა გვქონდეს.

კიდევ ერთხელ ყველას უღრმესი მადლობა!“- წერს ბარამიძე.

ცნობისთვის, გიორგი ბარამიძე მეორედ 2020 წელს დაოჯახდა.

მისი რჩეული უკრაინელი ანა ფილიპჩუკაა.

აღსანიშნავია, რომ ანა ფილიპჩუკა თითქმის სულ მეუღლის გვერდითაა და ხშირად ესწრება ქვეყანაში გამათულ საპროტესტო აქციებს გია ბარამიძესთან ერთად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g