LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ბარამიძემ და პეტრე ცისკარიშვილმა აღდგომას უკრაინაში ქართველი მებრძოლები მოინახულეს – რა ფოტოებს აქვეყნებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

153
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე, პარლამენტის წევრი დავით ხაჯიშვილი, გენერალ მამუკა ყურაშვილთან და თავდაცვისა და უსაფრთხოების მდივანთან, გენერალ-მაიორ ზაზა გოგავასთან ერთად უკრაინაში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს ფეისბუკგვერდზე.

„ვიზიტის ფარგლებში, მათ უკრაინაში ზაპაროჟიეს ოლქსა და ბახმუტის მისაგდომებთან, ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ქართველი მებრძოლები მოინახულეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და მათ მხნეობა და გამძლეობა უსურვეს.

იმ დროს, როცა საქართველოში ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებს სასაფლაოებზე შეიარაღებული რუსი სამხედროები ხვდებიან, უკრაინაში გმირი ქართველი მებრძოლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვისა და ძლიერებისთვის იბრძვიან.

პუტინის რუსეთისთვის არაფერია წმინდა! აღდგომის ღამეს მათ უკრაინის არაერთ დასახლებულ პუნქტზე მასირებული შეტევა მიიტანეს, დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები, დაინგრა მართლმადიდებლური ეკლესია, თუმცა ვერ შეასუსტეს რწმენა.

 

 

? “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე, პარლამენტის…

Posted by ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement on Sunday, 16 April 2023

 

 

რწმენა იმისა, რომ ეს არის გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა!“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.