LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბებოს ლავაში – უსაფუარო და დიეტური ქართული პური

3325

 

შპს ”ლიგა” მომხმარებელს უსაფუარო და დიეტურ პურს სთავაზობს.  კომპანია ამ ეტაპზე ორი სახეობის პურს –  თეთრ და რუხ ლავაშს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება.

როგორც ”ფორტუნას” ”ბებოს ლავაშის” გაყიდვების მენეჯერმა  გიორგი ლებანიძემ განუცხადა, პურის ქარხანა საკუთარ სადისტრიბუციო ქსელს ფლობს და კომპანია ”ლიგას” მიერ წარმოებული ლავაში ყველა რეგიონში იყიდება. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, მაღაზიებში ”ბებოს ლავაშის” ფასი 1,30 ლარიდან იწყება.

”რა თქმა უნდა, სამომავლოდ ვფიქრობთ გაფართოებასაც. თუმცა ამ ეტაპზე პურის სხვა სახეობების დამატება არ იგეგმება. რაც შეეხება ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას, ჩვენი პურები საკმაოდ გაყიდვადია და ამას მისი ხარისხი განაპირობებს”, – აღნიშნა გიორგი ლებანიძემ.

”ბებოს ლავაშის” მწარმოებელი კომპანია ”ლიგა” პურის ქარხანას თბილისში,  სამგორის ქუჩა ნომერ 6-ში ფლობს. კომპანიაში ამ ეტაპზე 110 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g