LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეჭედი, რომელსაც 12,638 ბრილიანტი აქვს, გინესის წიგნის რეკორდსმენი გახდა

209
jlwr2021

ბეჭედი, რომელსაც რეკორდული რაოდენობის, 12,638 ბრილიანტი აქვს ინდოელმა იუველირმა, Renani Jewels–ის დამაარსებელმა ჰარშიტ ბანსალმა დაამზადა. რეკორდი ოფიციალურად 2020 წლის 21 დეკემბერს დაფიქსირდა.

უნიკალურ სამკაულს სახელად „მარიგოლდი“ დაარქვეს და მასში მართლაც ძალიან ბევრი ბრილიანტია მოთავსებული. ყვავილის ფორმის სამკაული 165 გრამს იწონის.

აღსანიშნავია, რომ ბრილიანტების წინა რეკორდიც ინდოეთში იყო დამყარებული. მაშინ ერთ–ერთმა კომპანიამ 7 801 ბრილიანტიანი ბეჭედი გამოუშვა და მისი მფლობელი ადგილობრივი მილიარდელი გახდა.

რაც შეეხება ახალ რეკორდსმენს, მის შექმნაზე პროფესიონალთა გუნდი მთელი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა და ნამდვილი სრულყოფილება დაამზადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები