LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედის ირონიის“ ჰოლივუდური ვერსია – პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან

142
emaroberts

ჯერ კიდევ გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდში „ბედის ირონიის“ ახალ ვერსიაზე მუშაობენ. პროექტის კრეატიული ხელმძღვანელი და პროდიუსერი მარიუს ვაისბერგია. სცენარზე კი ტიფანი პოლსენმა იმუშავა. ცნობილია ისიც, რომ ეს არ იქნება ცნობილი ფილმის ზუსტი ასლი და ფილმში იქნება ბევრი სიახლე, ახალი ინტერპრეტაციებით.

ჰოლივუდში „ბედის ირონიის“ რიმეიქს გადაიღებენ, რომელშიც მთავარ როლს ემა  რობერტსი ითამაშებს

ყველაზე საინტერესო კი ალბათ შემოქმედებითი გუნდია. ქალის მთავარ როლს ფილმში ემა რობერთსი ასრულებს. მამაკაცის მთავარ როლზე 30 წლის ტომას მანნია დამტკიცებული. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა პირველი კადრები საშობაო ფილმის გადაღებებიდან. ფილმის სახელწოდებაა „ბედის შესახებ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები