„სანქციებზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ და საბედნიეროდ, მათ ამის უფლება არ აქვთ, ეს არის ჩემს ზესტაფონში და რეგიონში ჩასვლა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნულ საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ თქვა, „ბეჟან წაქაძის ოჯახი თუ არ წავა ამერიკაში და ევროპაში თუ არ იმოგზაურებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როცა ქვეყნის სუვერენიტეტი დგას წინ“.
მისი თქმით, უმრავლესობის წევრები უკან დახევას არ აპირებენ იმ პრინციპებზე, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტი ჰქვია.
„სანქციებზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ და საბედნიეროდ, მათ ამის უფლება არ აქვთ, ეს არის ჩემს ზესტაფონში და რეგიონში ჩასვლა. დანარჩენს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ [სანქცირების].
მოხდება განხილვა, თუ რამე ისეთ ღირებულს წარმოადგენენ, რომელიც შესაძლებელი და მისაღებია, შევიტანთ ცვლილებას [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში] იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია პრეზიდენტის ვეტოს ფორმატში. უკან დახევას არ ვაპირებთ იმ პრინციპებზე, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტი ჰქვია. ამაზე არ ვაპირებთ, თორემ საუბარს ვაპირებთ.
„მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო, ყველა იმაზე ვფიქრობთ რას აპირებს პრეზიდენტი“ – კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ვეტოს პროცედურებს განმარტავს
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ე.წ გამჭვირვალობის კანონისა და მასზე პრეზიდენტის ვეტოს გამოყენების პროცედურებზე სოციალურ ქსელში საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს.
სანქცირებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. [თუ დაიწყებენ დასანქცირების განხილვას] რა ვქნათ მერე? რა გავაკეთოთ? ქვეყანა დავღუპოთ? ქვეყნისთვის ყველაფრისათვის მზად ვართ. ევროკავშირი და ამერიკა რატომ გვინდა? იმიტომ, რომ დემოკრატია იყოს ხომ?
არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში მიღებული არაა და დემოკრატიული არაა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს ეუბნებიან, რომ კანონი არ მიიღოთო. ეს გამორიცხულია. ჩემი უფროსი ვინაა იცით? ჩემი ამომრჩეველი.
მაიკლ როთი: მმართველი პარტია სათანადოდ ვერ აფასებს ამ კანონის მიღების შედეგებს
ბეჟან წაქაძის ოჯახი თუ არ წავა ამერიკაში და ევროპაში თუ არ იმოგზაურებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როცა ქვეყნის სუვერენიტეტი დგას წინ“. – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 მაისს, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.