LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ როთი: მმართველი პარტია სათანადოდ ვერ აფასებს ამ კანონის მიღების შედეგებს

139
roti_w_h

„საქართველოს მმართველი პარტია სათანადოდ ვერ აფასებს ამ კანონის მიღების შედეგებს – დაკარგავთ რეპუტაციას და სანდოობას, რაც გამოწვევებით სავსე დროს დიდი პლუსია“, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებაზე და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.

როთი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია.

„ვფიქრობ, მმართველი პარტია სათანადოდ ვერ აფასებს შედეგებს. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ არის, რომ დაკარგავთ რეპუტაციას და სანდოობას და ამ გამოწვევებით სავსე დროს რეპუტაცია და სანდოობა არის ძალიან დიდი, დიდი, დიდი პლუსი. მე ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ, რადგან არა მხოლოდ მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას, არამედ ხალხსაც მაღალი ფასის გადახდა მოუწევს ამისთვის. დიახ, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, პარლამენტარები ითხოვენ სანქციებს, ჩვენ არ ვსხედვართ მძღოლის სავარძელში, მაგრამ ცხადია, ჩვენ დაგვჭირდება სიცხადე ევროკავშირის მხრიდან და ყველაზე უფრო მკაცრი სანქცია არის, რომ კანდიდატის სტატუსი უფასურდება. ივნისში ევროკავშირი და ევროკომისია აპირებენ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ სად არის საქართველო? ეს არის საშინელება. ასევე არ ვართ დარწმუნებული, რომ თავისუფალი სავიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს, რადგან ჩვენ არ გვსურს ახალგაზრდა თაობის დასჯა. ასეთი შეჩერება ძალიან ძვირი დაუჯდება იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში იმყოფებიან, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია ევროკავშირისა და ჩვენი მთავრობების მიმართ არის, რომ საქმეს ჩვეულ რეჟიმში ვერ გავაგრძელებთ“, – აღნიშნა მაიკლ როთმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები