LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ როთი: სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების კანონს“ ვეტო დაადო – შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა – ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად

145
მაიკლ როთი

ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა. ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად“, – წერს როთი.

სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო