„ქართული ოცნების“ წევრმა, ბეჟან წაქაძე რეგიონების განვითარების შესახებ მის მოსაზრებაზე ისაუბრა და თქვა, რომ „რო გადავხედოთ, ნებისმიერ რეგიონი გალამაზებულია“.
წაქაძემ მაგალითად რამდენიმე რეგიონი გამოყო, სადაც მისი თქმით, თავად იმყოფებოდა.
„რო გადავხედოთ რაიონებს, ჩამოვყვეთ ნებისმიერ რაიონს, მაგალითად, ხარაგაულში ვიყავი, კობა ლურსმანაშვილს გაუკეთებია პარკი გეგონება, იტალიაში მეგონა თავი, გასრიალებული, გალამაზებული – მომეწონა.
„ახლა ამერიკაში თუ არ წავალ… ბაბუაჩემი ახლა ჰოთდოგის ჭამით და ვისკის სმით არ მომკვდარა ამერიკაში, აქ იცხოვრა 85 წელი და ასე გავაგრძელებ მე“ – ბეჟან წაქაძე
„ჩვენ ქვეყნის სუვერენიტეტს ვაშენებთ, ქვეყნის დამოუკიდებლობას ვაშენებთ და ამ გზაზე არავითარი დაბრკოლება არ იქნება მისაღები. იმიტომ, რომ ნებისმიერ სანქციებზე წავალ მე პირადად“ – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა.
ჭიათურაში გადავედი ზესტაფონიდან და აი, უნიკალური ადგილია, მემგონი მსოფლიოში არ არის ისეთი ლამაზი, გალამაზებული, გაჩახჩახებული.
თერჯოლაში გამოვივლი ტყიბულიდან, ლასვეგასი გეგონება ისეა გაპრიალებული“. – აღნიშნა ბეჟან წაქაძემ.