LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედნიერი ოჯახის 10 საიდუმლო „იგრედიენტი“

235

არაფერი შეედრება თაფლობის თვის ურთიერთობას: საყვარელი ადამიანის ამბორი, ხელჩაკიდებული სიარული, ერთმანეთის მიმართ გამოთქმული უამრავი კომპლიმენტი… თუმცა,  „ტკბილი“ დღეები ადრე თუ გვიან მთავრდება. მაგრამ ურთიერთობების ახალი ეტაპი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს გრძნობებზე, სითბოსა და სიახლოვეზე უარი უნდა ვთქვათ.

ბედნიერების შენარჩუნება სულაც არ არის რთული, მთავარია იცოდეთ როგორ გააბედნიეროთ ერთმანეთი. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ  გაიზიარებთ იმ საიდუმლო „იგრედიენტებს“ რომელსაც გვთავაზობენ ფსიქოლოგები:

 

ერთდროულად დაძინება         

ბედნიერი ოჯახის ერთ-ერთი საიდუმლო იგრედიენტი, სწორედ, ერთდროულად დაძინებაა. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ასეთ „წვრილმან“ დეტალსაც კი ყურადღება მივაქციოთ. ერთად დაწყებული და დამთავრებული დღე, თქვენი და თქვენი მეწყვილის ბედნიერების გარანტია.

საერთო ინტერესები

ერთ-ერთი მთავარი იგრედიენტი საერთო ინტერესების გამონახვაა. რა სჯობს სიგრილეში, ყველაზე ახლო მეგობართან, თქვენს მეწყვილესთან ერთად უახლესი კინო ფილმების ან  მუსიკალური კლიპებისა თუ ვიდეორგოლების განხილვას. მსგავსი საუბრები ოჯახის სიმტკიცეს უზრუნველყოფს.

 

გვერდში დგომა

თუ გსურთ ოჯახის ბედნიერება, მაქსიმალურად დაუჭირეთ მხარი ერთმანეთს. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ერთმანეთის გვერდში დგომა ბედნიერი ოჯახის საფუძველია. სწორედ ამა გვირჩევენ ფსიქოლოგებიც.

 

პოზიტივი

ბედნიერი წყვილები, ყოველთვის ცდილობენ პოზიტიურები იყვნენ. პოზიტიური განწყობა არამარტო ურთიერთობებში, არამედ ცხოვრების გაკვალვაშიც გეხმარებათ. საინტერესოა ისიც, რომ სტატისტიკის მიხედვით ნეგატიურად განწყობილი წყვილების განქორწინების რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე პოზიტიურების.

 

სიტყვები „მე შენ მიყვარხარ“

მანამ, სანამ სამსახურში წაბრძანდებით, უთხარით თქვენს პარტნიორს, რომ ძალიან გიყვართ. ხშირად ასეთი სიტყვები, უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე საჩუქრები ან რომანტიული ვახშამი. შესაბამისად, ბედნიერი ოჯახის ერთ-ერთ ძირითად „იგრედიენტად“ სწორედ სიტყვები : მე შენ მიყვარხარ ითვლება.

 

პაემნები

მიუხედავად იმისა, რომ ცოლ – ქმარი ხართ, აუცილებლად ეცადეთ გააგრძელოთ ის ურთიერთობა, რომელიც შეყვარებულობის პერიოდში გქონდათ. იარეთ კინოში, ისეირნეთ, იარეთ რესტორნებში… მსგავსი პაემნებით ოჯახი უფრო მჭიდრო, ხოლო ურთიერთობა უფრო თბილი ხდება.

 

ყოველდღიური რუტინა

წყვილებს, რომლებსაც არ უყვართ ერთფეროვნება, უნდა ეცადონ, რომ ყოველი დღე ახალი ფურცელივით იყოს მათი ურთიერთობის ისტორიაში. მსგავსი ცხოვრების სტილი, არამარტო საოჯახო, არამედ ბევრი ცხოვრებისეული პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

 

გათიშული ტელეფონი

დაუთმეთ თქვენი ყურადღების 100% თქვენს საყვარელ ადამიანს. შეეშვით ფეისბუქსა და ტვიტერს, მათთვის დილითაც მოიცლით.

 

ბოდიში

ურთიერთობაში ყველაზე მთავარი, საკუთარი შეცდომების აღიარებაა. ეს არ ეხება მხოლოდ მეგობრებსა თუ შემთხვევით გამვლელებს, პირველ რიგში ოჯახიდან დაიწყეთ. თუ ხვდებით, რომ რაიმე შეგეშალათ, აუცილებლად მოიხადეთ ბოდიში, ეს თქვენს ურთიერთობას ძალიან წაადგება.

 

და ბოლოს… ამოიღეთ ლექსიკონიდან სიტყვები : როგორც გინდა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც გინდა. მსგავსი დამოკიდებულება, თქვენი ურთიერთობისთვის არც ისე სასარგებლოა. შესაბამისად აუცილებლად იყავით კონკრეტული თქვენი მეორე ნახევრის მიმართ. იზრუნეთ ერთმანეთის პოზიტიურ განწყობაზე და მიაქციეთ ყურადღება საყვარელი ადამიანის იდეებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები